ტრენინგი სამოქმედო კვლევაში (პრაქტიკული კვლევა)

მასწავლებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მიმდინარე წლისთვის ბოლო რეგისტრაციას “სამოქმედო კვლევის პრაქტიკულ კურსზე” (პრაქტიკული კვლევა).

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ტრენინგი რომელიც შედგება 14 სესიისაგან და მიიღონ კონსულტაცია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან როგორც კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ანგარიშის მომზადების პროცესში. ტრენინგ-პროგრამა მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ასევე დისტანციურ სწავლებას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები შეიძენენ კვლევის ჩატარების გამოცდილებას და მოამზადებენ კვლევის ანგარიშს. ტრენინგის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელოს.

მონაწილეებს შეუძლიათ ანგარიში ატვირთონ პორტალზე: www.ganatldi.ge

ტრენინგ-პროგრამას გაუძღვებიან: თამარ მოსიაშვილი და დავით ლიპარტელიანი.

ტრენინგ-პროგრამის ღირებულება შეადგენს 300 ₾.

ტრენინგის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 5 დღის ვადაში.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

ტრენინგ-პროგრამა დაიწყება 2019 წლის 5 ოქტომბერს.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდება თბილისში შაბათს ან კვირას.

კურსზე რეგისტაციისთვის მიჰყევით ბმულს – რეგისტრაცია