განათლება განვითარებისთვის
2019 წლის აპრილიდან “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განათლების პროგრამა საქმიანობას აგრძელებს ახალ ორგანიზაციაში – “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია” (სსიდა). განათლების პროგრამის სახელწოდებაა ,,განათლება განვითარებისთვის“.
ჩვენი პროგრამის ფარგლებში შექმნილი რესურსები:
- 40-ზე მეტი პუბლიკაცია;
- ტრენინგები;
- მედიაწიგნიერების პორტალი – www.medialiteracy.ge;
- თანამშრომლობის პორტალი – www.ganatldi.ge;
- დისტანციური სწავლების ვებ-პორტალი – www.moodle.ganatldi.ge
მთლიანად გადაეცა “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას” (სსიდა).
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ რამდენიმე უფასო ონლაინკურსს და ახალ სახელმძღვანელოს.
ჩვენს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები უფასოა და მას გადავცემთ სკოლებს, უნივერსიტეტებსა და ჩვენი ტრენინგის მონაწილეებს.
პუბლიკაციებთან და ტრენინგებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე – education.gpida@gmail.com.