ჩვენი მისიაა საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დაცვა, ინკლუზიური განათლების, ბავშვთა კეთილდღეობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დემოკრატიული კულტურის განვითარება.
საგანმანათლებლო პროგრამა „Education for Development“ (EFD) არის “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის” პროგრამების ნაწილი, რომელიც მუშაობს და მხარს უჭერს თითოეული მოქალაქის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით განათლების მიმართულებით ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაში.
ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები და მიზნებია:
- საგანმანათლებლო სისტემის დემოკრატიზაცია;
- საზოგადოების ჩართულობის გაზრდა განათლების პოლიტიკის შეფასებისა და განხორციელების პროცესში;
- უწყვეტი განათლების პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა;
- უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლების მიღება საქართველოს ყველა ბავშვისათვის;
- ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას სოფლის და მაღალმთიანეთის თემებში.