ტრენინგი მედიაწიგნირებეაში
“საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია” გიწვევთ მედიაწიგნიერების ტრენინგზე.
ჩვენი კურსი შედგება 4 სესიისგან, რომელიც გრძელდება 4 კვირის განმავლობაში და მოიცავს როგორც პირისპირ შეხვედრას (1 დღე), ისე დისტანციურ სწავლებას (3 სესია).
კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით მედიაწიგნიერების საფუძვლებსა და სასწავლო პროცესში მისი ინტეგრაციის გზებს.
კურსს წარუძღვებიან თამარ მოსიაშვილი და დავით ლიპარტელიანი.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ მოამზადოთ საგანმანათლებლო რესურსი. რომელიც აიტვირთება მედიაწიგნიერების ვებ-პორტალზე www.medialiteracy.ge. მომზადებული მასალა ასევ შეგიძლიათ წარადგინოთ სხვადასხვა კონფერენციებზე.
კურსის ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს.
რეგისტრაცია გრძელდება 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით გადადით ბმულზე – რეგისტრაცია.
ტრენინგის საფასურია 80 ლარი. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეები რეკვიზიტებს ტრენინგის ჩატარების ვადებისა და მისამართის შესახებ მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ტრენინგები დაიწყება 2019 წლის 19 ოქტომბრიდან.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე – education.gpida@gmail.com