საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება
“საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია” (სსიდა) მასწავლებლებს (მათ შორის სტატუსის ამაღლების მსურველ პრაქტიკოს მასწავლებლებს) გთავაზობთ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეძლებთ ისწავლოთ:
- სოციალური და სასწავლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელებას – 0.5 კრედიტი ;
- სკოლაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების განხორციელება – 0.5 კრედიტი;
კურსი შედგება 4 სესიისგან:
- 1 სესია – პირისპირ შეხვედრა;
- 3 სესია – დისტანციური სწავლება.
კურსის სრულყოფილად გავლის შედეგად:
- გაეცნობით საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების მოდელს და მეთოდს;
- ისწავლით სასწავლო და სოციალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას და შეფასება;
- შეისწავლით პროექტის განაცხადისა და ანგარიშის მომზადებას;
- მწვრთნელებთან ერთად შეიმუშავებთ საპროექტო წინადადებას;
- ტრენინგის პარალელურად დაგეგმავთ პროექტს და მოამზადებთ პროექტის განხორციელების გეგმას.
- ისწავლოთ როგორ დაწეროთ განხორციელებული პროექტის რეფლექსია;
- მიიღებთ, თქვენს საჭიროებაზე მორგებულ, რეკომენდაციებს ეფექტური რეფლექსიის დასაწერად;
- შეძლებთ სკოლის ბაზაზე შექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს პროექტს.
- შეძლბთ გამართოთ სამუშაო შეხვედრები კოლებეგთან.
კურსს გაუძღვებიან: თამარ მოსიაშვილი, ვერიკო ხელისუფალი, თამარ მენაფირე, დავით ლიპარტელიანი.
კურსის დასრულების შემდეგ, საპროექტო წინადადება შეგეძლებათ ატვირთოთ განათლების ვებ-პორტალზე www.Ganatldi.ge.
მომზადებული მასალა ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ სხვადასხვა კონფერენციებზე.
რეგისტრაცია დასრულდება 2019 წლის 20 ოქტომბრს. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს – რეგისტრაცია.
კურსის ღირებულება – 130 ₾.
კურსის საფასურის გადახდის ბოლო ვადა – 2019 წლის 25 ოქტომბერი.
საბანკო რეკვიზიტების, ტრენინგის ჩატარების ვადებისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ტრენინგები დაიწყება 2019 წლის 2 ნოემბრიდან.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე – education.gpida@gmail.com